სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი:
“რა კონტექსტი?! რა კონტექსტი?! რუსულ ბნელეთზე დაერთებული ერთმანეთზე უარესი საერო და სასულიერო “მთავრობები” რომ გვყავს, რომლებიც ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზეც ხან ვაქცინაზე იძახიან ტიტუ ტიტუ ხალხო ფრთხილად მაგით გვაგეიებს ევროპაო და ხან ჰეფი მილზე, ეგ კონტექსტი?
ეგენი იმასაც იძახიან დასავლეთი ომში გვითრევს და რუსეთი მშვიდობაშიო და ხომ არ გავითვალისწინოთ აქაც “კონტექსტი” და ამოვაშთოთ ბარემ ყველაფერი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი? ადამიანის უფლებებიდან კულტურულ მემკვიდრეობებამდე?
ქვეყანაში, სადაც ვერა და ვერ დაპრიორიტეტდა ბავშვების კეთილდღეობა და ხან მანიაკი მღვდლისგან გამოსახსნელად გვიწევს ყირაზე გადასვლა და ხან ბავშვის მკვლელი პოლიციელის დასასჯელად?
სადაც არაფერი ბავშვის ინტერესზე მორგებული არ არის როცა თავად ბავშვებზე მოძალადე ირაყლისგარდარაცგინდათისდაუძახეთ პრემიერისვე აღიარებით (მინიმუმ) 300 000 სოციალურად დაუცველი ბავშვია? და ელტონ ჯონს რომ შვილები ჰყოლია თურმე ამაზე რომ ფსამენ სისხლს ვითომ ბავშვების ინტერესების დასაცავად?
რომლებიც სავარაუდოდ იმაზე მილიარდჯერ მეტ სიყვარულში და ყურადღებაში იზრდებიან ვიდრე თითქმის ყველა ქართველი ბავშვი?!
აპაპაპ ეგ რა სამაგალითოაო მარტო და ყოველთვის საკუთარი ბინძური პროპაგანდის ინტერესებს რომ ეფუძნებიან ეს კრემლის ლეკვები?
მაგათგან ესწავლება ვინმეს ჭკუა ბავშვების ინტერესებზე?
აზრზე მოდით ცოტა!
ბავშვებთან დაკავშირებით მაინც!
კონტიქსტი არა ისა…”
კომენტარები