„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
ფეოდალიზმის , ბატონ-ყმობის და მონათმფლობელობის დაბრუნება საქართველოში
— მათ სურთ რომ მათმა შვილებმა უცხოეთის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ისწავლონ , ხოლო ჩვენს შვილებს თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერონ
— არცერთი მათგანის შვილი ქართულ ჯარში არ მსახურობს , ხოლო სხვის შვილებს ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ
— პირდაპირ ეუბნებიან და აიძულებენ ახალგაზრდებს – ან მათი ყმები გახდნენ და თუ ეს არ მოწონთ , მაშინ უცხოეთში წავიდნენ.ემიგრანტებად აქციეს ნახევარი საქართველო
— ტენდერები , მშენებლობა , გადაზიდვები , ბაზრობები , მარკეტები , საჰაერო ტრანსპორტი , გაზი , ჰესები , ელექტროენერგია , წყალკანალი , ბითუმი , ბენზინი , დიზელი , სიგარეტი , ქვანახშირი , მარგანეცი , ხორბალი , ალკოჰოლური სასმელები და ასე შემდეგ – ყველა დიდი ბიზნესი ერთი კლანის ხელშია
— ხალხს ფულს პარავენ , ბიუჯეტს ძარცვავენ , შემდეგ სამევახშეო კანტორას ან ბანკს აარსებენ – მოპარულ ფულს უდიდეს პროცენტში მათ მიერ გაძარცვულ ხალხზე აპროცენტებენ – ბოლოს კი სახლ-კარს უყადაღებენ , ართმევენ და ღია ცის ქვეშ ტოვებენ
— სახელმწიფო მიწებს , ტბებს , მდინარეებს , მაღაროებს , წიაღისეულ სიმდიდრეს საკუთარ ოჯახებს ჩუქნიან
— უბრალო – პატარა სავაჭრო ჯიხურს ვერ ჩადგამ თუ მათი ე.წ. კრიშა არ გყავს
— მიედინება და მიედინება მათ ჯიბეებში მილიონები – მდიდრდებიან და მდიდრდებიან – ლონდონი , კანარის კუნძულები , პარიზი , მადრიდი , ბარსელონა და ასე შემდეგ – ყველგან სახლები და აგარაკები აქვთ შეძენილი
— დაბადების დღეებს და ქორწილებს ევროპის უძვირეს რესტორნებში იხდიან , დასასვენებლად ისეთ სასტუმროებში დადიან , რომ არაბ შეიხებსაც კი უკვირთ
— მოჯამაგირეების , მზარეულების , “ გუვერნანტკების “ , მოურავების და მონების მთელი არმია ყავთ – თავი შუა საუკუნეების ფეოდალებად წარმოუდგენიათ
— 1,2,3 მილიონს ფულს არ ეძახიან , დაცვის ავტომობილები ყავთ რომელთა ფასი მილიონი და მილიონ ლარზე მეტია
— “ გორილების “ , კუნთმაგარი და ჭკუასუსტი მანქურთების ამალა ახვევიათ თავს , რომლებიც პატრონის მიერ ბრძანების მიღებისთანავე მზად არიან დაარბიონ , მოკლან , დაასახიჩრონ ნებისმიერი ადამიანი
— ფეოდალიზმი , ბატონ – ყმობა , მონობა დააბრუნეს საქართველოში – მათი კლანი არის მმართველიც , მოსამართლეც , სამართალდამცავიც , კანონების დამწერიც და აღმსრულებელიც
— მათი სახელი ლეგიონია – ქართველთა მძარცველი , მჩაგვრელი , გამანადგურებელი ლეგიონი – ამ ლეგიონს საერთო სახელი – “ მმართველი ელიტა ან მმართველი კლანი ეწოდება “
— მოვა 2024 წლის არჩევნები – ხმების მთვლელიც და გამყალბებელნიც თავად არიან . დაჩაგრავენ , დააშინებენ , მოისყიდიან ხალხს – ხმას მოპარავენ და ვისაც ვერ მოპარავენ მას საარჩევნო ურნამდე არ მიუშვებენ – დაიკანონებენ კვლავ 4 წელი მმართველობას და ახალი ენერგიით შეუდგებიან ქვეყნის ძარცვას
— “ მ შ ვ ი დ ო ბ ი ა ნ ი ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს დ რ ო ა “
სხვა გზა არ არსებობს , თანამედროვე ბატონ-ყმობა თუ ფეოდალიზმი სხვაგვარად ვერ დამარცხდება “
კომენტარები