სოციალურ ქსელში ვრცელდება პარლამენტარ დავით მათიკაშვილის (ფრაქცია “ქართული ოცნება”) ფოტო, სადაც ჩანს რომ მას პირბადე უკუღმა აქვს გაკეთებული.
სოციალურ ქსელში მას უკვე დაარქვეს დღის ფოტო და მოქალაქეები წერენ:
“როგორც ჩანს, ინსტრუქცია არ მიაწოდეს”
“რას აკეთებენ წაღმა, ნიღაბი რომ გაეკეთებიათ?”
“ცოტა მეტი დროით რომ გაგრძელდეს პარლამენტის სხდომა, შეიძლება ყურების გარეშე დარჩეს, უკვე სიწითლე დაეწყო სახეზე”
“ეტყობა, პირველად უკეთია ნიღაბი”
“სამაგიეროდ, ნიკაპი დაცული აქვს ვირუსისგან”
კომენტარები