სანდრა რულოვსი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მშვიდობის ხიდზე გადაღებული კლიპის მომზადებაში მეხმარებოდნენ ერთგული მეგობრები ზურა და ზვიო (ვიდეო), დათო და გიორგი (აუდიო) და ჩემი ვიოლონჩელოს პედაგოგი გიორგი (აკომპანემენტი ცალკე აუდიო ჩანაწერში).
ვიოლონჩელო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტია. მიშამ ეს იცოდა და 12 წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქა. მართალი გითხრათ, ხემის ყიდვა დაავიწყდა, მაგრამ მერე გამოასწორა მაშინვე დავიწყე მეცადინეობა (ქალბატონ მერისთან) მაგრამ მარცხენა ხელის ტკივილის გამო მალევე დავანებე თავი… შარშან ისევ დავიწყე, ცოტა ხნით თორნიკე მასწავლებელთან, ხოლო დღეს ჩემი პედაგოგი გიორგია და არ მეგონა, რომ 10 გაკვეტილის მერე დავუკრავდი საქართველოს ჰიმნს! იმედია ხარვეზები მეპატიება. აწი უკეთ და უკეთ გამომივა!”
კომენტარები