ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“ამ ქვეყანაში ავად გახდომა დანაშაულია, მით უფრო, თუ თანამდებობის პირი ხარ!
დიახ, ასეა, ბატონებო:
ამ „მზის და ვარდების“ მხარეში, როგორცკი ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება, ან მაშინვე საიქიოში უშვებენ, ან ცდილობენ, როგორმე მისი თანამდებობა დაიკავონ!
გამონაკლისი, არც წალენჯიხაა. ანუ, მას შემდეგ, რაც წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა სამსახურში არ გამოჩნდა, ადგილობრივმა ჭია-ღუებმა ერთი ამბავი ატეხეს, “არიქა, მერი აღარ ჩანს, სად არის, ხომ არ მოკვდა და ვადამდელი არჩევნებია დასანიშნიო”.
ჭია-ღუებსა და ეშმაკის ფეხებს კოვზი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ნაცარში ჩაუვარდათ, რამეთუ, გია ხარჩილავა ცოცხალია და სიკვდილს კარგა ხანს არც აპირებს!
ურალოდ, შეუძლოდ გახდა, რისი უფლებაც აქვს, ექიმს გაესინჯა და არამკითხე მოამბეებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ჰეი, თქვე ეშმაკის ფეხებო, განა, ავად თქვენ არასდროს გამხდარხართ, ან ოჯახები არ გყავთ, ან დედმამიშვილები, ან ნათესავები, რომლებიც პერიოდულად თავს შეუძლოდ გრძნობენ ხოლმე?!
ალბათ, გყავთ, მაგრამ ისე ხართ გაბოროტებულები, რომ სისხლით ნათესავების ცუდად ყოფნაც გახარებთ.
აი, მერის სამსახურში არმისვლას კი, რა თქმა უნდა, ათასი კუდი გამოაბით, მაგრამ ენას ძვალი ხომ არ აქვს?! ჰოდა, იყაყანეთ რამდენიც გინდათ, ხომ გაგიგიათ, “ვირისგან წიხლი რა საწყენიაო?!”
რა სამრცხვინო “ქალები და კაცები ” ხართ. ხელისუფლებას კი არა ერთ “კვატაიასაც” არ გენდობათ კაცი….???
როგორ გიხარიათ ადამიანის ავდმყოფობა და სიკვდილი…მონებო!
მოგიწევთ “პოლიტიკდან” გა@მვა” სულ
მცირე, ჯერ იკობ გოგებაშვილის თხა და გიგო წაიკითხეთ.”
კომენტარები