საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook_ის პირად გვერდზე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია გახდეს უკრაინის მთავრობის გუნდის წევრი.
„ჩემთვის დიდი პატივია მივიღო პრეზიდენტი ზელენსკის შეთავაზება, გავხდე უკრაინის ხელისუფლების ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხში.
მე უმაღლეს რადას წარვუდგენ გადაუდებელი ცვლილებების პროგრამას და ჩემს მონაწილეობას გავუზიარებ შმიგელის მთავრობას, რომელიც ჩამომიყალიბდა როგორც უკრაინის საზღვრებს გარეთ, ასევე თვითონ უკრაინაში, ნეგატიური, თუ პოზიტიური გამოცდილებით“, – აღნიშნავს სააკაშვილი.
საქართველოს ექსპრეზიდენტი წერს, რომ ის მზადაა იმუშაოს პატრიოტულ ძალებთან უკრაინის პარლამენტში, რათა უკრაინამ დღევანდელი კრიზისი გადალახოს.
„იმედი მაქვს, რომ გავხდები გუნდის სანდო წევრი და გამოვადგები უკრაინელ ხალხს“, – წერს სააკაშვილი.
კომენტარები