იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ნათათო გიორგაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“მინდა ჩემი გულწრფელი ემოციები გადმოგცეთ!
დიახ ვამბობდი, რომ ჩემი ქვეყანა და ხალხი მიშას არ იმსახურებდა! დიახ ვამბობდი, რომ მისი შესაძლებლობები უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის გამოეყენებინა! დიახ ვამბობდი, რომ თავისი კარიერისთვის მიეხედა და თავის თავზე ეზრუნა, მაგრამ ამ ყველაფერს ბრაზი მალაპარაკებდა! ვბრაზობდი იმ ხალზე ვინც მას დასცინოდა! ვბრაზობდი იმ ხალხზე ვინც მას გიჟს ეძახდა! ვბრაზობდი იმ ხალხზე ვინც მას მკვლელს უწოდებდა!ვბრაზობდი ყველაზე ვინც მის ნიჭს და ძალას არ აფასებდა!ვბრაზობდი, რომ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ არ სურდათ მისი შესაძლებლობების გამოყენება! ბრაზის გამო ვამბობდი ამ ყველაფერს მეგობრებო, სინამდვილეში კი ძალიან დამწყდა გული.
ზუსტად ვიცი, უკრაინა ძალიან მალე წარმატებული ქვეყანა გახდება მიშას დამსახურებით და მერე ჩვენ რა?! მიშა საქმიანი ვიზიტით თუ მოინდომებს ჩამოსვლას და ჩამოვა, მერე ამით რა შეიცვლება?! არაფერი მეგობრებო! მიშა ზუსტად ახლა სჭირდებოდა საქართველოს და ქართველ ხალხს ამ რთულ პერიოდში! მხოლოდ მას შეეძლო და შეუძლია პრობლემების უსწრაფესად მოგვარება და ქვეყნის სწორად მართვა! ვიცი ეგოისტობა ჰქვია ამას ჩემი მხრიდან, მაგრამ იმას ვამბობ რასაც ვფიქრობ!
საქართველო და ქართველი ხალხი კარგავს ძალიან მაგარ რეფორმატორს და უძლიერეს პოლიტიკოსს!
იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და მიშა ისევ შეძლებს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას!
მადლობა პრეზიდენტო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,საუკეთესო 9 წლისთვის!
ასევე მადლობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს, მიშას სწორად შეფასებისთვის და დაფასებისთვის!”
კომენტარები