არასამთავრობო ორგანიზაცია Femina–ს დამფუძნებელი, ნინო ბაისონაშვილი:
“მორიგი ქალის მხეცური, საჯარო ცემა ვიხილეთ, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მანამდე კი მამამისს გაუსწორდა სასტიკად. შემზარავი საყურებელია ეს კადრები, პირადად მე ვერ შევძელი რამდენიმე წამზე მეტად ყურება. მოძალადე კაცი საშიშია ყველასთვის, საზოგადოების ყველა წევრისთვის. ისინი არ ერჩიან მხოლოდ ოჯახის წევრებს,ისინი საფრთხეს უქმნიან მთელი საზოგადოების წესრიგს და უსაფრთხოებას, რაც ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა. დროა, საზოგადოებამ ობიექტურად გაიაზროს ძალადობის კულტურის საფრთხეები და შედეგები, დროა, ეს აღარ დავინახოთ მხოლოდ ქალების და ქალთა უფლებადამცველების პრობლემად. დროა, ძალადობის კულტურას უფრო ხმამაღლა გავუბედოთ კრიტიკა, პირველ რიგში კაცებმა უნდა მოიშორონ ეს კომპლექსი, მოძალადე კაცი საფრთხეს უქმნის ყველას, მას ან უნდა უნდოდეს შეცვლა და ამაზე მუშაობა, ან უნდა იყოს იზოლირებული და მარგინალიზებული, არა თუ დამცველების არმია ჰყავდეს და არანაირი დისკომფორტი საძმოში არ ექმნებოდეს იმის გამო, რომ ცოლს ურტყამს და ურტყამდა.
გაიხსენეთ საგარეჯოს ტრაგედია: სანამ ქალაქს ავტომატის ჯერს დააცლიდა, მანამდე ცოლ-შვილს სცემდა, ეს ყველამ იცოდა და ყველა დუმდა!”
კომენტარები