8 ათასამდე ინფიცირებული და 400-მდე გარდაცვლილი – ეს დანიის კორონავირუსული სტატისტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ დანიაში ყოველდღიურად მინიმუმ 300-მდე ინფიცირების ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ქვეყანაში ჯერ არანაირი აკრძალვა არ მოქმედებს.
როგორ “2020NEWS”-ს დანიაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა დეგი სუხიშვილმა განუცხადა, ქვეყანაში აკრძალვები არ არის, მაგრამ მოსახლეობა იჩენს სიფრთხილეს.
“მეორე დღესვე, როდესაც დაინფიცირებულთა რაოდენობა 300 კაცით გაიზარდა, თითქმის, ყველაფერი დაიკეტა.
პირველი 3 კვირა ხალხი პანიკაში იყო, თუმცა, შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა.
ველოდებოდი, რომ რამეშეზღუდვებსაც დააწესებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. უბრალოდ სადეზინფექციო ხსნარებს ჰკიდებდნენ ყველგან, სადაც შეეძლოთ. გაჩნდა წარწერები და მითითებები, დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. რეკომენდირებული არ არის 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა.
ერთ დღეს, როდესაც მატარებლით ვმგზავრობდი, ორივე გზაზე უბილეთოდ მომიწია მგზავრობა, კონტროლიორს წარვუდგინე საბუთი, თუმცა მისი თქმით, საბუთს ხელს ვერ მოკიდებდა და ამიტომ ჯარიმასაც ვერ დამიწერდა, უკანა გზაზეც იგივე მითხრა სხვა კონტროლიორმაც, როგორც ჩანს კორონავირუსისგან თავის დასაცავად, მათ სხვის ნივთებთან შეხება ეკრძალებოდათ.
დღეს გავიდა 1 თვე 3 კვირა და 5 დღე, რაც დანიაში ვირუსი პირველად დაფიქსირდა. დღესდღეობით ქვეყანაში, რომელიც საქართველოზე ბევრად პატარაა 8 ათასამდე დადასტურებული შემთხევაა, თუმცა მაინც არანაირი აკრძალვა არ მოქმედებს და ჯერ არც ვარაუდობენ” ,- განაცხადა სააგენტოსთან საუბრისას სუხიშვილმა.
კომენტარები