ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“სიამოვნებით დავიჯერებდი, რომ სალომე ზურაბიშვილს გვარამია ივანიშვილმა “შეაწყალებინა“. ამით იმას დავიჯერებდი, რომ ივანიშვილმა ჯერ კიდევ დაიტოვა მანევრირების და კეკლუცობის სივრცე დასავლეთთან და საბოლოოდ არ გადაუწყვეტია რუსეთს ჩააბაროს აქაურობა. სამწუხაროდ ასე არ არის. ძალიან ცუდად არის საქმე რეალურად და ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში, რომ აი ბიძინამ რაღაც მანევრი გააკეთა. არასწორი დასკვნები არასწორი ქმედებებისკენ წაგვიყვანს.”
კომენტარები