შშმ მოზარდის დედა, უფლებადამცველი, თამარ იარაჯული, რომელიც არაერთი თვეა ითხოვს დახმარებას, ხელისუფლებას მუქარაში ადანაშაულებს. თამარ იარაჯული ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელით შვილის სიცოცხლით ემუქრებიან. უფლებადამცველის 12 წლის ვაჟს რეგულარული მკურნალობა სჭირდება, რისთვისაც დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.
იარაჯული ამტკიცებს, რომ მას სწორედ ამ დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ. ამ წუთებში, მოზარდის დედა სახალხო დამცველის წარმომადგენელს ხვდება.
“მათივე გამოგზავნილმა პიროვნებამ მუქარის სახით დაიწყო ჩემთან მიმოწერა. იქ არის ტექსტები, რომელსაც თვით ეშმაკიც კი ვერ იკადრებს, რომ 12 წლის ბავშვის სიცოცხლით დედას ევაჭრონ ან ემუქრონ
მე თურმე დავდივარ ნაც ტელევიზიებში, მე თურმე აქციებს ვმართავ და თურმე გავჩუმდები და მოვიხდი ბოდიშს, ანუ მომოწერაში, რომელსაც დავსქრინავ და მერე ეს პიროვნება გადასცემს პრემიერის დონის ადამიანს, რომ თამარ იარაჯული იხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში იცავდა ბავშვთა უფლებებს და იყო აქტივისტი. ამის შემდეგ, ყველაფერს გადააბიჯებენ და მიხედავენ ბავშვს. პირდაპირ მეუბნებიან რომ გაჩმდი და დაგეხმარება სახელმწიფო. ეს სახელმწიფო არის გაბრიელის და არ არის მათი ბაბუის დანატოვარი. აქ თქვენი ეთერით, მინდა მივმართო მათ, რომ ნუ გონიათ, რომ ეს ბიუჯეტი არის მათი. ეს არის ბავშვების და ჩვენი ზოგადად.
მე მივმართავ სახალხო დამცველს, რომ უშუალოდ აიღოს პასუხისმგებლობა, უშაუალოდ მიმართოს ვისაც უნდათ, დაიწყონ გამოძიება, ვინ არის ეს პიროვნება და რატომ მემუქრება”. – ამბობს იარაჯული.”
კომენტარები