ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა. განცხადებაში ნათქვამია, პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების კიდევ უფრო უკეთ აღსრულებასა და განხორციელებას, გასული წელს მიღებული გაკვეთილების საფუძველზე.
პაკეტი ევროკავშირიდან რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში ექსპორტირებული გარკვეული მგრძნობიარე საქონლის (მაგ. მოწინავე ტექნოლოგიები, ავიაციასთან დაკავშირებული მასალები) ტრანზიტის აკრძალვას აფართოებს.
სანქცირებული პირების სიას დაემატა ათეულობით ახალი იურიდიული პირი მთელ მსოფლიოში, რათა ქვეყნებმა და კომპანიებმა ვერ შეძლონ ადრე დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
სანქციების მიზანია, ჩაკეტოს ხვრელები, რათა პროდუქტები და ტექნოლოგიები, რომლებიც რუსეთის სამხედრო მცდელობებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, არ მოხვდეს რუსეთში იმ ქვეყნების გზით, რომლებიც ევროკავშირთან ვაჭრობენ.
87 ახალი სუბიექტი დაემატა სანქციების სია, რომლებიც, ევროკავშირის თანახმად, უშუალოდ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო და სამრწველო კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში.
კომპანიები დაექვემდებარებიან უფრო მკაცრ საქესპორტო შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულებისა და მოწინავე ტექლონოლოგიების პროდუქციის მხრივ – რუსეთისა და ირანის სუბიექტების გარდა, ეს სია ასევე მოიცავს ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში რეგისტრირებულ კომპანიებს.
უკრაინის ბრძოლის ველზე აღმოჩენილი კიდევ 15 ტექნოლოგიური ნივთის ან ასეთი ნივთების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის ექსპორტის შეზღუდვა – “ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით და ვამატებთ შვეიცარიას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სიას”.
რკინისა და ფოლადის საქონლის იმპორტიორებს ასევე ემუქრებათ უფრო მკაცრი შეზღუდვები ნედლეულზე, რომელიც გადამუშავდა მესამე ქვეყანაში, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი არ არის წარმოშობილი რუსეთში.
ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს EU-ს შეზღუდოს განსაზღვრული სანქცირებული საქონლისა და ტექნოლოგიების გაყიდვა, მიწოდება, გადაცემა ან ექსპორტი გარკვეულ მესამე ქვეყნებში.
გაფართოვდება ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი, ასევე, სრულად აიკრძალება გარკვეული ტიპის მექანიზმების კომპონენტების ექსპორტი.
სანქციები მოიცავს:
- რუსული მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანების ევროკავშირში ტვირთის გადაზიდვის სრულ აკრძალვას.
- ევროკავშირის პორტებში წვდომის აკრძალვას გემებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ტრანსფერებს გემიდან გემზე, რომლებიც ეჭვმიტანილია რუსეთის ნავთობის იმპორტის აკრძალვის ან G7 კოალიციის ფასის ლიმიტის დარღვევაში.
- ევროკავშირის პორტებში წვდომის აკრძალვა გემებისთვის, რომლებიც მანიპულირებენ ან თიშავენ ნავიგაციის თვალთვალის სისტემას რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისას, რომელიც ექვემდებარება ნავთობის იმპორტის აკრძალვას ან G7-ის ფასის ლიმიტს.
პაკეტის თანახმად, ლიცენზიები შეუჩერდება რუსეთის კიდევ 5 სახელმწიფო მედიასაშუალებას.
კომენტარები