თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:
“შეგიწყალათო, კიდევ ერთხელ ამოგვადინეს ცხვირში. ახლა მე მკითხეთ ეგეთი შეწყალება მინდოდა თუ არა?
სადაც მივდივარ ყველაგან მეუბნებიან – ბოდიში მაგრამ სამსახურში ვერ აგიყვანთ, ნასამართლევი ხართო. საზოგადოებას ხომ საერთოდ ვერ უბრუნდები სრულფასოვან წევრად ნასამართლევის სტატუსით და საერთოდ, ჩემმა შვილიშვილებმა სად გამოყონ თავი პაპა ნასამართლევი გვყავდაო. იარაღს რომ ვეღარ ვიფორმებ ეგ კიდევ ჯანდაბას.
მადლს შვრები და ბარემ მარილიც მოაყარე რა, ჩამიწერე შეწყალების აქტში რომ ნასამართლეობასაც მიქარწყლებ.
კეთილ საქმეს აკეთებდე და მაინც კეთილებს გაგინებდნენ ეგ რა საქმის გაკეთებაა.”
კომენტარები