არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალი ხოხიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
საქართველოს მთავრობა ქებამ გაწყინათ, დილიდან ამ დრომდე შეუჩერებლად ვრეკავ თქვენს ერთიან სამთავრობო ხაზზე 144-ზე და რა გჭირთ, იმის იმედით რომ შეზღუდვა მოიხსნებოდა ავტომანქანით გადაადგილებაზე გავჩერდი და გამითავდა უკვე წამლები, უახლოესი აფთიაქი თერჯოლაშია, გადავფრინდე? შშმ პირი რომ მყავს სახლში არც მერიას გავხსენებივარ და არც გამგეობას, რამე ხომ არ მიჭირს და მჭირდება ეს კიდევ სხვა თემაა, ახლა ჩემით ვახერხებ წამლის ყიდვას და ამასაც მიშლით? კეთილი ინებეთ და ან ოპერატორები დაამატეთ და ან გონივრული გადაწყვეტილებები მიიღეთ
კომენტარები