დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე ირღვევა ეთნიკური ოსების ცხოვრების უფლებები. – ამის შესახებ ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალმა დაარღვია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი, რადგან ის გაურბოდა ოჯახურ ძალადობას. ,,კგბ”-ს პრესსამსახურის ცნობით, ფაქტი აპრილის შუა რიცხვებში მოხდა. დაკავებულ ქალთან ერთად იყვნენ მისი არასრულწლოვანი შვილები.
” 16 აპრილს, სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევით, საქართველოდან ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ჩამოვიდა სამხრეთ ოსეთში. ქალბატონი არის ეთნიკურად ოსი. აცხადებს, რომ მას არ გაუწიეს დახმარება საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა და გამოექცა ოჯახში რეგულარულ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მასსა და მის მცირეწლოვან შვილებზე, ქართველი მეუღლის მხრიდან. ქალი იძლებული გახდა გადმოელახა სახელმწიფო საზღვარი და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისაგან დახმარება ეთხოვა” – ამბობს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
ამჟამად, ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილები, იმყოფებიან კარანტინის რეჟიმში, ამის შემდეგ განიხილება მისი განცხადება თავშესაფრის შესახებ.
ქართლი.ჯი
კომენტარები