სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლ.ი. რომელიც გუშინ წერდა, რომ 12 ათას ადამიანს აქვს საშვი და მიუხედავად ამისა, მაღაზიები ვერ ახერხებენ პროდუქტების მოტანას საშვების არქონის გამო – ამჯერად აქვეყნებს სქრინებს და წერს:
” გუშინ დავწერე რომ ხილ-ბოსტნის მაღაზიები დაკეტილია და დახლები ცარიელი. მერე ონლაინ მოვიძიე მიტანის სერვისები რომელ კომპანიებს ჰქონდათ. დავეკონტაქტე, შევუთანხმდი და დილით მივიღე აი ეს მესიჯი…
თვალებში როდემდე უნდა გვაყაროთ ნაცარი? რატომ არ აძლევთ საშუალებას ადამაინებს რომ შეძლონ გადაადგილება და დანარჩენებმა შევძლოთ შეძენა?
ბოლოს ისე მოხდება მართალსაც არავინ დაგიჯერებთ!
საშვები გაეცით ასეთ კომპანიებსა თუ ადამიანებზე და ქერა ნაშებს გააჩერებინეთ მანქანები, წაართვით ის საშვები”
კომენტარები