თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ინფორმაციას ადასტურებს შუბითიძის ყოფილი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილიც.
ცნობისთვის, 29 აპრილს, „შაბათის ფორმულამ“ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელმაც განაცხადა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა.
კომენტარები