ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა:
“ამ არაფრის შემქმნელებმა და ნულებმა წამოიწყეს პროცესი, თითქოს ვიღაც შემოქმედებით შეზღუდვას უწესებს. მარტო მაგათ ჰქონდათ ბურთი, მოედანი, ფილმები, რასაც იღებდნენ, ვინმემ იცის მათ შესახებ? რა ფილმები, რას წარმოადგენენ?
გუშინ შევხედე ტელევიზორს და არ ვიცი, რეჟისორები აწერიათ, რაღაცები, არცერთი არ ვიცით ვინ არის. თუ ვინმეს უნახავს ფილმი, რომელიც მათი გადაღებულია ეგეც საინტერესოა. იბრძვიან იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და თითქოს ღირებულებას რამეს ქმნიდნენ და კაციშვილმა არ იცის, რა გააკეთეს. მე სპეციალურად ვცდილობდი, რომ რა გადაიღეს ქართულად, ქართული ფილმი მენახა ხოლმე და წავაწყდებოდი უხამსობას, რაღაც უაზრობას, იდეოლოგიურ დივერსიებს და იმ წუთში ვაგდებდი. გამიჭირდა, რომ ქართული ფილმი მენახა ისეთი, რომელიც არ დააზიანებს ადამიანს. ესენი ახლა დგანან და ყვირიან, რომ თითქოს მათ არ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაც თავისუფლად შემოქმედები იყვნენ, სულ რაღაც ან რაღაც ისეთია, ნარკომანია, რომელიც, ფაქტობრივად, დამთრგუნველ სიტუაციამდე მიდიხარ, სულ ტირიან, სულ რაღაც უბედურება.
თქვენ რომ იცოდეთ, ფესტივალებისთვის ფილმების გადაღებას რა უნდა – ხალხისთვის გადაღებული ფილმი სხვა არის და ფესტივალისთვის სხვა არის, იმიტომ, რომ ფესტივალს შემკვეთი ჰყავს, იმას უნდა, რომ თავისი რაღაც იდეოლოგია გაატაროს. ამისთვის ითხოვს, რომ აუცილებლად იყოს იქ ლჭპტ, აუცილებლად უნდა იყოს გენდერული რაღაცები, ანუ ქალი, რაღაცა იქით-აქეთ, უნდა იყოს შავკანიანი ადამიანი, როგორც დადებითი პერსონაჟი და არავითარ შემთხვევაში ის უარყოფითი პერსონაჟი არ უნდა იყოს. უნდა იბრძოდე იმისთვის, რომ ამ ყველაფერი, რაც იდეოლოგიურად ჩამოგითვალეთ, გაიმარჯვოს და ღმერთის ხსენება არ შეიძლება”.
საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრში თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს და ახალი დირექტორის დანიშვნამდე რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს.
კომენტარები