ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გუშინდელი და გუშინწინდელი და მითუმეტეს საუკუნის წინანდელი ტრაგედიები რა მოსატანია, დღეს გვეღუპება ხალხი უკრაინაში, ყოველდღე საფრთხეში არიან ქართველი მეომრები და ყოველდღე საფრთხეშია მთლიანად ჩვენი ქვეყნის მომავალი, ხოდა რათქმაუნდა, კარგია, თუ ამას ძველგაზრდაც და ახალგაზრდაც ერთნაირად გაითვალისწინებს, კარგია, თუ ერთიანი ვიქნებით ამ ერთადერთ საკითხში მაინც და ეთიკური და მგრძნობიარე იქნება ყველა ჩვენგანი საკუთარი ერის ბედისაც და მითუმეტეს ჭრილობების მიმართ, რომლებიც კიდევ უფრო მწვავეა დღეს, როცა ისტორიის კულმინაციურ მომენტს ვესწრებით და საბოლოო და ნამდვილი თავისუფლების იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ ვინმეზე შედგომისას ზომა-წონა როგორც კი იკარგება, არცერთი გამოთქმული აზრი აღარ არის ფასეული. ბოდიში მოიხადა ნუცა ბუზალაძემ. ბოდიში ჩემთვის კმარა და ბოდიშის მჯერა. საბოდიშოდაც მხოლოდ იმიტომ გაუხდა საქმე, რომ ხალხმა შეიყვარა, საკუთარი ოცნებები მიაწერა და შეყვარებულებს, რათქმაუნდა, სხვებზე “მკაცრად ვსჯით” ხოლმე.
საქმე კი იმაშია, რომ დამოუკიდებლობის დღიდან. დღემდე, ძალიან ცოტა ადამიანს, არტისტს, თუ არაარტისტს აქვს ვინმეზე რაიმე მცირე მორალური უპირატესობა, ძალიან ცოტას, ხოდა ამიტომაც და ზოგადადაც ჭარბი სიმკაცრე უკეთეს ღირებულებით აზროვნებასთან კავშირში ნაკლებადაა. ვთქვით, თქვა, გავიარეთ. აღარ იზამს. ბევრმა “ქნა” და მერე “აღარ ქნა” და ისევ გვიყვარს. არ არის ერთმანეთის კარგვის დრო. არც არასდროს ყოფილა და ახლა მითუმეტეს.
პ.ს. მშვიდობის მტრედი არ ვარ. გამარჯვება რომ ასე კლასტერ-კლასტერ არ დადგება, მხოლოდ ამის მჯერა დარწმუნებით.”
კომენტარები