ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე:
– ბატონო სოსო, რა მოხდა რუსეთში? ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი დადგმული იყო და პუტინი და პრიგოჟინი გარიგებულნი იყვნენ. ზოგიც ამბობს, რომ რაც ვნახეთ, რეალური იყო. თქვენ როგორ შეაფასებთ მომხდარს?
– არაფერი დადგმული არ იყო. ყველაფერი რეალური იყო, რაც მოხდა. პრიგოჟინი აპირებდა მოსკოვზე იერიშს, მაგრამ ლუკაშენკომ განმუხტა სიტუაცია. ეტყობა, კარგად აუხსნა პრიგოჟინს, რომ წარმატების შანსები არ ჰქონდა და მარცხის შემთხვევში, რა ელოდა. პრიგოჟინი მიდიოდა სამოქალაქო ომზე. პუტინმა ტყუილად არ ახსენა 1917 წელი და სამოქალაქო ომი. ლუკშენკომ, როგორც ჩანს, „მუჟიკურად“ აუხსნა, რომ თუ სამოქალაქო ომს დაიწყებ, შენ იქნები მეორე ლენინიო. ლენინი ცუდი გაგებით. ეტყობა, ისიც უთხრა, 25 000 სულ რემბოები და სუპერ–ჯარისკაცები რომ გყავდეს, მოსკოვს ვერ აიღებო. მეორე მსოფლო ომის დროს, მოსკოვთან გერმანელთა მილიონიანი არმია იდგა ფელდმრშალ ფონ ბოკის მეთაურობით, მაგრამ მოსკოვი ვერ აიღეს. 25 000 „ვაგნერელით“ პრიგოჟინს როგორ უნდა აეღო მოსკოვი? პრიგოჟინს მოუხნიან ბრალდებას, იმ „ვაგნერელებს“, რომლებიც ახლა ბელარუსში პრიგოჟინთან არ არიან, არ აიძულებენ, კონტრაქტს მოაწერონ ხელი და გახდნენ რუსეთის არმიის რიგითი ჯარისკაცები. შეპირდნენ იმასაც, რომ ცოტა ხანს იქნებიან ბელარუსში და მერე გაუშვებენ აფრიკაში, რაც პრიგოჟინმა თავად მოითხოვა. ამ ბოლო მოთხოვნას შეუსრულებენ თუ არა, არ ვიცი. მე ერთი წუთით არ მჯეროდა, რომ მოსკოვს აიღებდა და პუტინს გადმოადგებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული მორალური და პრესტიჟული ზიანი მიყენა პუტინს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იყო პუტინისთვის სილის გაწვნა და სახეში შეფურთხება. ეს პუტინისთვის ძალიან ცუდი ზავია. პუტინს ლუკაშენკოს შუამავლობა რომ დასჭირდა პრიგოჟინთან, ეს ნიშნავს, რომ ის ძველი პუტინი აღარ არის. ეს უკვე გვიანდელი ელცინი იყო, მობერებული, რაღაც მსგავსი, რომელსაც ხშირად სჭირდებოდა სხვების დახმარება.
–მოსწრებულად ამბობენ ექსპერტები, რომ კაცი, რომელიც უკრაინაში ომის დაწებამდე მეორე კაცი იყო მსოფლიოში, რუსეთშიც კი აღარ არის პირველიო.
–კი, ადრე იყო მეორე კაცი მსოფლიოში. ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ პუტინი ორჯერ აღიარა წლის ადამიანად. იმის მერე 10 წელი გავიდა, მაგრამ ხომ იყო? დღეს უკვე, მკვახე გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „გაფუჭებული ქურდია“.
–რაც მოხდა, იმან გამოაჩინა, რომ პუტინის ხელისუფლება მყიფეა, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს რუსეთში. ესეც ხომ პუტინის სისუსტეა?
–რასაკვირველია, არსებობს. პუტინი იძულებული გახდა, რომ მოლაპარაკებაზე წასულიყო ვისთან? ადამიანთან, რომელსაც უპირებდა სამშობლოს ღალატისა და ტერორიზმის მუხლით გასამართლებას.სამშობლოს მოღალატესთან წავიდა კომპრომისზე. პუტინი აღარ არის ის პუტინი, არა მარტო რუსეთს რომ აზანზარებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საშინო პოლიტიკაში ეს ისეთი მარცხია, როგორიც საგარეო პოლიტიკაში ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში შესვლა. ეგრე შევადრებდი. გარდა მაგისა, მის გვერდით მდგომი პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა შესაბამის დასკვნებს გააკეთებს, რომ პუტინი აღარ არის ისეთი საშიში, როგორც მაშინ, როცა ხადარკოვსკი, ბერეზოვსკი, გუსინსკი და სხვა ოლიგარქები მოიშორა, როგორიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს იყო. რაც პუტინმა 20 წელი რეპუტაცია მოაგროვა, პრიგოჟინმა 4–5 საათში დააკარგვინა. პრიგოჟინმა დაამტკიცა, რომ მას არ ეშინია პუტინის და უკანაც დახევინა. ახლა პრიგოჟინზე უფრო უშიშარი რამდენია პუტინის პოლიტიკურ გარემოცვაში და გენერალიტეტში? ერთი და ორი არ იქნება, ეგ ნამდვილად ვიცი. ნახევარ დღეში სამშობლოს მოღალატე და ტერორისტი პუტინის მოლაპარაკების ობიექტი გახდა. თან ვინ? მისი ყოფილი მზარეული, ოფიციანტი, რომელიც ადრე საკუთარ რესტორანში თეფშებს პირადად უცვლიდა პუტინს.
–შეარჩენს პუტინი ამ შეურაცხყოფას პრიგოჟინს თუ შურს იძიებს? ხომ არ მოაკვლევინებს?
–ასე ვიტყოდი, პრიგოჟინს დროებით შერჩა, ვიდრე უკრაინის ამბები არ გაირკვევა. თუ პუტინმა თავის მიზანს სანახევროდ მაინც მიაღწია უკრაინაში, სამარცხვინოდ თუ არ დამარცდა და სახე შეინარჩუნა, მაშინ პრიგოჟინს არ შეარჩენს ამ სირცხვილს. თან, არ დაგავიწყდეს, ყოფილი „ჩეკისტია“ პუტინი და მაგათ არ იციან წყენისა და შეურაცხყოფის დავიწყება. დაელოდება ხელსაყრელ მომენტს და მოაკვლევინებს პრიგოჟინს. აფრიკაში რომც გაუშვას, იქაც მისწვდება, თუ მოინდომა. მერე, პუტინმა არა ერთხელ დაამტკიცა, რომ მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. ჩეჩნეთის ომის დასაწყებად რუსეთში კორპუსებს აფეთქებინებდა გრუ–ს და ეფესბეს და ჩეჩნებს აბრალებდა, ბესლანის ტრაგედია გაიხსენე, სადაც ტერორისტებს და დანარჩენ სამყაროს მისი უძლეველობა უჩვენა და ამას 350 ადამიანი შეეწირა და აქედან 186 ბავშვი. ბევრი უბედურება აქვს დატრიალებული პუტინს, ბოლოს კახოვკის კაშხლის აფეთქებაც გავიხსენოთ, რის წყალობითაც უკრაინელთა კონტრშეტევის ეფექტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს, რომ არ ექნა, უკრაინელები მოხერხებდნენ დნეპრის ფორსირებას და მასშტაბურ კონტრშტევას. ამის მერე, მთელ მსოფლიოში, ეჭვი აღარავის ეპრება, რომ თუ დასჭირდება, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურსაც ააფეთქებს და სავარაუდოდ, ბელარუსში განლაგებულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს უკრაინელთა წინააღმდეგ. აი, ასეთი კაცი, როგორ ფიქრობ, ამხელა შეურაცხყოფას შეარჩენს პრიგოჟინს? ერთადერთი შანსი აქვს პრიგოჟინს. აფრიკაში კი არა, უკრააინაში უნდა წავიდეს „ვაგნერთან“ ერთად და იქ სამხედრო წარმატებას მიაღწიოს. „ვაგნერმა“ ბახმუტი და სხვა ქალაქები აიღო და თუ ასეთივე წარმატებით იბრძოლეს ისევ, პრიგოჟინი სახალხო გმირი გახდება და პუტინი ხელს აღარ დააკარებს... პრინციპში, ვეღარც დააკარებს, რადგან ომის გმირებს, სახალხო გმირებს ეგრე იოლად არ იმეტებენ რუსეთში. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენებურად თუ ვიტყვით, პრიგოჟინს “ძალა შესწევს ქადილისა“. აქამდე რაც თქვა, ყველაფერი გააკეთა. თუ ჭკუა აქვს პრიგოჟინს, წავა და უკრაინაში იბრძოლებს „ვაგნერთან“ ერთად.
– ფაქტია, მოლაპარაკებები დროულად რომ არ დასრულებულიყო წარმატებით, რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა.
–მოდი, პრიგოჟინსაც ნუ დავუკარგავთ, რაც გააკეთა. თავად მას როგორ შემოუბრუნდება ყველაფერი, ეს სხვა საქმეა. 1941 წლის ოქტომბერში, გერმანელების მილიონიანი არმია მოსკოვიდან 42 კილომეტრში იდგა და სტალინს ფეხი არ მოუცვლია მოსკოვიდან. პრიგოჟინმა კი მოსკოვიდან გააქცია პუტინი, რომელსაც თავი სტალინზე ნაკლები არ ჰგონია. შენ წარმოიდგენე, რომ სტალინს მისი პირადი მზარეული აჯანყებოდა და თავდაცვის მინისტრის, ჟუკოვის და გენშტაბის უფროსის, ვასილევსკის გადაყენებას მოსთხოვდა? ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. კი, პირში არ ეტყვიან და მისი ახლო გარემოცვა გულში ხომ ქირქილებს ამის გამო. ყველამ დაინახა, რაც მოხდა. პუტინმა „კადიროველები“ გაგზავნა პრიგოჟინის ხალხთან საბრძოლველად. უკაცრავად და, „კადიროველები“ ფეხებს ვერ მოსჭამდნენ „ვაგნერელებს“, მაგრამ სისხლი დაიღვრებოდა, დიდი მსხვერპოლი იქნებოდა. ამასობაში, თავდაცვის სამინისტროს ჯარების ნაწილი დადგებოდა პუტინის მხარეს, ნაწილი–პრიგოჟინის მხარეს. 30–ზე მეტი კერძო სამხედრო კომპანიაა რუსეთში და ესენიც გაიყოფოდნენ პუტინის და პრიგოჟინის მომხრეებად. ბევრი სამოქალქო პირი აიღებდა იარაღს და ამ ერთისმხარეს დაიჭერდა, ან მეორისას. მოვლენები ასე რომ განვითარებულიყო, დიდი სამოქალაქო ომი ატყდებოდა რუსეთში. კადიროველები“ და „ვაგნერელები“ რომ დატაკებოდნენ ერთმანეთს, ეს უკვე სამოქალაქო ომის დასაწყისი იქნებოდა. წვეთი სისხლი, რომ დაღვრილიყო, ზუსტად ის მოხდებოდა, რაც ზემოთვთქვი. შერიგების შანსი მოისპობოდა და კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გასტანდა სამოქალაქო ომი. ეს რუსეთის დაშლსაც გამოიწვევდა.
–პრიგოჟინი მარტო მოქმედებდა თუ ჰყავდა დასაყრდენი რუსეთის გავლენიან პოლიტიკურ წრეებში?
–ჰყავდა, რა თქმა უნდა ჰყავდა, მარტო ამას ვერ გაბედავდა. თუმცა, გამოვრიცხავ, რომ ეს ხალხი პუტინის ახლო გარემოცვაში იყოს. პრიგოჟინს აზრადაც არ მოუვიდოდა ეთქვა, რომ მოსოვის ასაღებად მივდივრო და მერე მართლა წავიდა. 200 კილომეტრი აკლდა მოსკოვამდე, მეტი კი არა. მეცინება, მაგრამ ფაქტია– პრიგოჟინმა ნაპოლეონის მარშით გაიარა, გაიმეორა– 600 კილომეტრი გაიარა დღენახევარში ტექნიკით და წინააღმდეგობა არ შეხვედრია.. რაც შეხება მიზანს, თუ რა უნდოდათ პრიგოჟინს და მის პოლიტიკურ მოკავშირეებს, არა მგონია, რომ მათ პუტინის ჩამოგდება სდომებოდათ. ასეთ შემთხვევაში, შეიარაღებული ძალებისა და კერძო სამხედო კომპანიების დიდი ნაწილი გადმობირებული ეყოლებოდათ და მოსკოვსაც აიღებდნენ. ლუკაშნკო კი არა, ღმერთი რომ ყოფილიყო შუამავალი, არ დასთანხმდებოდნენ არანაირ გარიგებას. მათი მიზანი იყო ის, რასაც პრიგოჟინი აცხადებდა–შოიგუს, გენშტაბის უფროსის, გერასიმოვის მოხსნა, წმენდა თავდაცვის სამინისტროში და კორუფციის აღმოფხვრა ამ სტრუქტურაში. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შოიგუს მოხსნიან და მისი შემცვლელი კი გერასიმოვს გაუშვებს. თუ ასე მოხდა, ამ ხალხის მიზანი მიღწეული იქნება. რეფორმებიც გატარდება მერე თავდაცვის სამინისტროში,წმენდაც იქნება და კორუფციასაც რაღაც დონეზე შეებრძოლებიან.
–მეც მეცინება, მაგრამ გამოდის, რუსეთის პატრიოტული ძალები მდგარან პრიგოჟინის უკან?
–კი, ლოგიკურად ასე გამოდის. უკრაინაში რაც ხდება, ამით პუტინით უკმაყოფილო ბევრნი არიან, პოლიტიკოსებიც, სამხედროებიც და რიგითი მოქალაქეებიც. ხედავენ, რა მდგომარეობაშია რუსეთის ჯარი უკრინაში, ხედავენ, ბევრი ხალხი ეხოცებათ და ამას მალავს ხელისუფლება. უამრავი ცოცხალი ძალა გაწირეს, უამრავი რესურსი დაახარჯეს, მილიარდებზეა ლაპარაკი და სერიოზული, ხარჯის ადეკვატური წინსვლა არ აქვთ უკრაინაში. ეს ხალხი პუტინისა და მისი გარემოცვის გამოღვიძებისთვის იბრძოდა და მგონი გამოუვიდათ კიდეც.
–წესით, რუსეთის სპეცსამსახურებს არ უნდა გამოპარვოდათ, რაც მოხდა, არა?
–კი, წესით არ უნდა გამოპარვოდათ, მაგრამ გამოეპარათ. ეს იყო ეფესბეს და გრუ–ს კრახი. განსაკუთრებით, გრუ–ს სირცხვილი, რდგან ის არის სამხედრო დაზვერვა. პრიგოჟინმა მათი სისუსტეც გამოაჩინა. უკრაინაში შეჭრამდე ხომ ითვლებოდა რუსეთის არმია მსოფლიოში მეორე არმიად და რა არმიაც ჰყავს, ვხედვთ. ალბათ, ათეულშიც არ შედის. ასევე, დაიმსხვრა მითი ეფესბეს და გრუ–ს ძლევამოსილების შესახებ. პრიგოჟნმა მათ უსუსურობასაც ახადა ფარდა. საბოლოო ჯამში, ამ კაცმა ბევრი კარგი გაუკეთა რუსეთსაც და პუტინსაც. სარისკო გზა კი არჩია ამისთვის, მაგრამ რისკის გარეშე არაფერი კეთდება.
–ევროპის ქვეყნები და ამერიკა ჩარეულნი იყვნენ ამ ამბავში?
–არა, არა, რა ევროპა და ამერიკა. გარედან არავინ იყო ჩარეული. თუ ასე გამწვავდებოდა და ამხელა რისკზე წავიდოდა პრიგოჟინი, დასავლეთი ამას არ ელოდა. დასავლეთი რომ მდგარიყო ამ ამბების უკან, ისინი საქმეს ბოლომდე მიიყვნდნენ– დღეს რუსეთში დიდი სამოქალაქო ომი იქნებოდა და უკრაინა ერთ კვირაში აიღებდა დაკარგულ ტერიტორიებს.
–ვრცელდება ინფორმაციები, რომ პუტინი წავა ხელისუფლებიდან და არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.
–პუტინი აშკარად ავად არის და ფარულად მკურნალობენ. ის შეცდომები, რომლებიც როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა დაუშვა, მე მგონია, ამის ბრალიც არის. მიუხედავად ამისა, არ წავა პუტინი, გარემოცვას გაწმენდს, განსაკუთრებით ძალოვანებს, გაიმყარებს ხელისუფლებას და პრეზიდენტის პოსტზე კიდევ იყრის კენჭს. თუმცა, პირველ რიგში, თუ უკრაინაში არ მიაღწია სამხედრო წარმატებას, არჩევნებამდე შეიძლება ვერ მიაღწიოს. ახალი პრიგოჟინი გამოჩნდება, ან სხვა გზით ჩამოიცილებენ ხელისუფლებიდან. ეს საფრთხე არსებობს და ეს პუტინმა კარგად იცის. შესაბამისად, უახლოეს 3 თვეში ეცდება პუტინი უკრაინის ფრონტზე გარდატეხას. მერე, ოქტომბრიდან აირევა ამინდები და საბრძოლო მოქმედებები გაჭიანურდება.
–საბოლოოდ, ვინ დარჩა ამ არშემდგარი პუტჩიდან გამარჯვებული?
–პირველ რიგში, ევგენი პრიგოჟინი, რადგან გამოაფხიზლდა ხალხი და პატრიოტის იმიჯით ზის ბელარუსში. თან ,,მაგარი ბიჭიც” არის, რომელიც ქვეყნის ინტერესები გამო, დაუპირისპირდა პრეზიდენტს. ასევე, თანამემამულეთა სისხლი არ დაღვარა ბოლო მომენტში და მოსკოვს არ შეუტია, მოლაპარაკებებზე წავიდა და შეთანხმებას მიაღწია. მოგებული დარჩა უკრაინა, ზელენსკი. წეღან პუტინის რეპუტაციის შელახვაზე რომ ვლაპრაკობდით, ეფესბეს და გრუ–ს იმიჯის დაცემაზე და ყველაფერზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა რუსეთზე, ამყველაფერმა დადებითად იმოქმედა უკრაინაზე. აი, თუ „ვაგნერი“ აღარ წავა უკრაინაში საბრძოლველად, ეს კიდევ ერთი და უდიდესი საჩუქარი იქნება უკრაინელებისთვის.
კომენტარები