ლუკაშენკომ ვაგნერს მუშაობის გაგრძელების გზები შესთავაზა, – ამის შესახებ “ვაგნერის” დაჯგუფების ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ახლახან გამოქვეყნებულ 11-წუთიან აუდიო მესიჯში ამბობს.
პრიგოჟინი ასევე ამბობს, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მონაწილეობა მიიღო გარიგებაში და განაცხადა, რომ ლუკაშენკომ “ხელი გაუწოდა და შესთავაზა ვაგნერს, ლეგალურად გაეგრძელებინა მუშაობა” – დამატებითი დეტალების გარეშე.
“ერთ დღეში გავიარეთ 780 კილომეტრი. დარჩენილი იყო 200 კილომეტრზე მეტი მოსკოვამდე. ადგილზე არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით დარტყმა მიგვეყენებინა საჰაერო ობიექტებზე. კამპანიის მიზანი იყო თავიდან აგვეცილებინა “ვაგნერის” განადგურება, ასევე, პასუხისგებაში მიცემა იმ პირებისა, რომლებმაც თავიანთი არაპროფესიონალური ქმედებებით დაუშვეს უამრავი შეცდომა „სპეცოპერაციის“ დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება“ – აცხადებს პრიგოჟინი
კომენტარები