საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მარნეულში რაც ხდება ეს არის ცუდად ინფორმირებული ადამიანების პროტესტი, ხალხი არაფერ შუაშია, ის ნაძირლები ვინც სარგებლობენ ამ რთული ვითარებით და ასულელებენ ამ ხალხს არიან მოსათოკი და მერე საერთოდ ასალაგმი პოლიტიკური სივრციდან.
ამ ადამიანებთან კი კარგი მუშაობაა საჭირო, რომ არ გამოიყენონ გარეწარმა პროვოკატორებმა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც ვებრძვით სიკვდილს და შენ ქვეყანას ასე რომ მოექცევი, რაც არუნდა ოპოზიციურად იყო განწყობილი მის მიმართ, შენი პოლიტიკური ინტერესების გამო რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვან და მიშა მიშას აკვნესებ, გარეწარი ხარ, შენი სამშობლოს მოღალატე და დაუძინებელი მტერი.წერტილი. დასასჯელი დასაჯეთ, დავიღალეთ, დავიღალეთ! კანონი ყველასათვის უნდა კანონობდეს”
კომენტარები