დაპირისპირება პარალამენტში – ვითარება სხდომათა დარბაზში მას შემდგე დაიძაბა, რაც ქართულმა ოცნებამ და მათმა დანაყოფმა მთელი ოპოზიცია ამჩატებულებად და კოლექტიურ პრიგოჟინებად გამოცხადა.
ამის შემდეგ ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ მმართველი პარტიას რუსები და სერგო ორჯონიკიძეები ეძახა.
„მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ, კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ „თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს“. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე, აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იმავეს – „თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს“. დღეს დარბაზში არ არიან, იმედია მოუსმენენ. მინდა მათ ვუთხრა: ბოდიში ბიჭებო, რატომ პრორუსი, რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როგორც სერგო ორჯონიკიძემ გააკეთა არჩევანი ყოფილიყო სერგო ორჯონიკიძე, თქვენი არჩევანი არის ის, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყანაში რუსები მთელი თქვენი ქმედებებით” – განაცხადა წითლძემ.
ანა წითლიძის განცხადებას დარბაზში შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და ოპოზიციონერ დეპუტატს უთხრა, რომ მის გამოსვლას ევროკავშირს გაუგზავნის.
“თქვენი სრული გამოსვლა 5 წუთი უნდა გავუგზავნოთ ევროკავშირს, აშშ-ს, რომელიც გვპირდებოდნენ, რომ დეპოლარიზაცია მოხდებოდა შეწყალების და თქვენ როგორ კარგად დაადასტურეთ, რომ საერთოდ არანაირი კავშირი შეწყალებას და დეპოლარიზაციას არ აქვს, -თქვა შალვა პაპუაშვილი.
ტვ პირველი
კომენტარები