იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა გჭირთ – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინი წილოსანმა პლენარულ სხდომაზე ენმ-ს წევრს ანი წითლიძეს.
ამასთან, როგორც წილოსანმა აღნიშნა, ანა წითლიძეს მდინარაძისა და ოდიშარიას დაპირება საკუთარ თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული აქვს
„ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებენ. თუმცა, ქალბატონო ანა, თქვენ, სამწუხაროდ, ეს დაპირება თქვენს თავზე უკვე ძალიან დიდი ხანია მიღებული გაქვთ და უბრალოდ საშუალებაც აღარ არის, რომ მოხვდეთ რაიმე გასაკრიტიკებელი სიტყვის ქვეშ, იმიტომ, რომ იმაზე უარესი რა უნდა დაგემართოთ, რაც ახლა თქვენ გჭირთ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორი სახეც ხართ, იმ სახით“,- განაცხადა წილოსანმა.
ტვ პირველი
კომენტარები