,,ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი ტურ-ოპერატორების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე:
,,როგორი ბოროტი სიამოვნებით და მაზოხისტურ ექსტაზში იუწყება “ჭუტავიზია” აჭარაში საკურორტო სეზონის “ჩაგდებაზე”. კახოვკის კაშხლის მწყობრიდან გამოსვლას თურმე არც ოდესის ტურისტულ სეზონზე უმოქმედია, არც აფხაზეთის და არც თურქეთის – უკრაინის ბრძოლის ველიდან ადიდებულმა დნეპრის წყალმა ნაღმები რომ “ჩარეცხა”, მათ “დაბინავებას” კონკრეტული მისამართი ჰქონია: ბათუმი.
მასობრივად უქმდებაო ჯავშნები ევროპიდან – იუწყებიანო ტურისტული კომპანიები. არა და, ხომ ყველამ “იცის”, რომ აჭარის შავიზღვისპირეთი პორტუგალიელების, ესპანელების და იტალიელების “საყვარელი” დასასვენებელი ადგილი იყო. ის, რომ ბათუმი გადავსებულია რუსებით, უკრაინელებით, ყაზახებით, ებრაელებით, არაბებით, თურქებით – და ამ ქვეყნებიდან ნაკადები მხოლოდ მატულობს – ამაზე “ჭუტავიზია” მორცხვად არ იუწყება.
არა და, რა სიუჟეტი გააფუჭეს ამ ვიწრო გეოგრაფიული ჩარჩოებით – რამდენად უფრო პომპეზური იქნებოდა: “წელს ბათუმში აღარ ჩამოვლენ ტურისტები კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, სიერა-ლეონედან, მიანმასა და მადაგასკარიდან. მასობრივად უქმდება ჯავშნები პაპუა-ახალი გვინეიდან და გვინეა-ბისაუდან – “რუსული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გამძაფრებული რისკების გამო”.
ვაი თქვენს “ოფშორ” თავებს უბედურს…”
,,ჯავშნების 20% გაუქმდა“ – ტუროპერატორი შავი ზღვისპირეთში დასვენებაზე
კომენტარები