ჟურნალისტი, ბექა ყორშია, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და წერს:
“გამარჯვება მუშტებით იზომება რინგზე ორ სპორტსმენს, ან არასპორტსმენს შორის. აგერ ილონ მასკმა ცუკერბერგი გამოიწვია და ლას-ვეგასის ერთ-ერთ ცნობილ რინგზე შეერკინებიან ერთმანეთს.
ადამიანს ზურგიდან მიეპარო და სცემო არათუ ადამიანურად გამართლებული არაა, რიგ ცხოველებშიც კი არ მოსულა, მაგალითად: გორილა გორილას უკნიდან თავს არ ესხმის. ეგეთი წესი აქვთ. თქვენ კი საკუთარი საქციელით ამტკიცებთ, რომ ევოლუციურად 4-5 საფეხურით დაბლა ხართ, ვიდრე გორილები.
“ქართული ოცნების” პროპაგანდა დგას ოპონენტის “დამცირებაზე”, ოღონდ ეს აუცილებლად ფიზიკური ძალის გამოყენებით უნდა მოხდეს. მომხდარის ლეგიტიმაცია კი წმინდად ქუჩურად ხდება – “მიშა მშვილდაძე გაილახა” – ასე გამოეხმაურა პოსტივი მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას. არც სცემესო, არც იძალადესო, გაილახაო, რა. “მისაღები მიიღო, ბრატ” – ასე რომ დაეწერათ, არც ეგ გამიკვირდებოდა.
ჰოდა, ასე ვერ გაგრძელდება ეს ამბავი. თქვენს ენაზევე რომ გითხრათ, დღეიდან “როგორი პრივეტიც იქნება, ისეთი ატვეტი იქნება”.
კომენტარები