სამოქალაქო აქტივისტი, მიშა კაჭკაჭიშვილი:
“დახმარებას მთხოვენ და თან მე მლანძღავენ.
ადამიანების მიერ ყელგამოჭრილ, ნატყვიარ, ფეხებმოჭრილ, გასრელსილ, ნაწამებ, სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯილ ათეულობით ცხოველს ვუვლი და თურმე მე რომ კანონის გამკაცრება მინდა მათზე ძალადობის, არ ყოფილა საკმარისი.
ის შედეგი, რაც დაიდო ამ ეტაპზე არის მაქსიმუმი. რაც ყველამ ერთად, ერთიანობით შევძელით.
ვინმე ჩერდება და არ იბრძვის უკეთესობისთვის ?! რა თქმა უნდა, არა !!
თქვენ! ენაგატლეკილო, არაფრისმაქნისო უსაქმურებო !!
რამდენი გყავთ ადამიანის სისასტიკეს გამოგლეჯილი სახლში ?!!
დგახართ აქ და იმ მიღწევას არაფრად აგდებთ, რასაც ყველამ ერთად მივაღწიეთ.
წლებია, ამ სფეროში ხართ და ფულის მეტი არაფერი გიკეთებიათ.
მანახეთ თქვენი მიღებული კანონი.
მაგრამ რაც არ არის, რას მანახებთ.
სტერილიზაციის ფულს რომ ჯიბეში იდებდით და ჯერ კიდევ იჯიბავთ, 10 ძაღლიდან 3 ასტერილებთ და 7 ან ევთანაზიას უკეთებთ და ან სადღაც ტყეში ტოვებთ.
ეს შესაძლებლობები რომ აღარ გექნებათ, მაგაზე ხართ გამწარებულები და არაფერ სხვაზე.
დიახ!
ამ ეტაპისთვის მაქსიმუმი შედეგია და მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობთ ამაში
ჩვენ შევძლებთ და შევცვლით ამ ქვეყანაში ნაბიჯ-ნაბიჯ ცხოველებისადმი მიდგომას და ვინც ამ ურთულეს ბრძოლაში ვიქნებით, ყოველთვის გვეყოლებიან ჩასაფრებული უსაქმურები.”
კომენტარები