უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
“რუსქართველა ბიძინა ივანიშვილი ბიოლოგიურად ქართველია, მაგრამ მენტალობით და სულით რუსია; თან უბრალო რუსი კი არა – პუტინისტი რუსია. მას სჯერა, რომ რუსეთი უძლეველია და სურს საქართველო აქციოს ოლიგარქის მართულ მინი რუსეთად.
ქართულ ოცნება და მისი სატელიტი პარტიები რუსეთუმეები არიან. სიტყვას ვერ დააცდევინებ პუტინზე, მაგრამ 24 საათი აგინებენ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომ როგორმე წიხლით მოაშორონ ამ ქვეყანას ნამდვილი მეგობრები.
ქოცები ოცნებობთ, რომ პირი ამოგვიკეროთ, კანონით შეგვზღუდოთ, სასამართლოთი დაგვაჯარიმოთ, როცა სიმართლეს ვამბობთ თქვენ რუსეთუმეობაზე. ვერ გაგვაჩუმებთ და არ მოგცემთ საშუალებას რუსეთში შეათრიოთ საქართველო ცრუ დაპირებებით და ტყუილებით.
არ გავჩუმდებით და ბოლომდე მოვითხოვთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რა ნაბიჭვრობაც არ უნდა დაგეგმოთ და რა მილიონებიც არ უნდა ჩაიჯიბოთ რუსებისაგან. საქართველო არ გარუსდება!
არც ბაბულიკა ვითომ ძველი ბიჭი ქოცკაცების არ გვეშინია და არც იმ ქოცქალებისა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ დურაკ კაცებს.
რუსეთუმეა თქვენი პოლიტიკა! მთელი მსოფლიო ხედავს ამას და ყველას ადარდებს თქვენ გარდა, თქვენ მარტო საკუთარი ფული და პრივილეგიები გაინტერესებთ. შვილებს ამერიკაში უშვებთ და ჩვენ რუსეთში მიგვათრევთ. არ გამოვა ეგრე!
პ.ს. და თქვენი მუქარის არავის ეშინია, გამყიდველო, წარაკუა ქოცებო!”
კომენტარები