დეკანოზი, თამაზ ლომიძე:
“ხომ წარმოგიდგენიათ, გონებრივი განვითარების რა საფეხურზე დგას ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ ცემით და ფიზიკური ძალადობით ვინმეს სიტყვის თქმას აუკრძალავს. ბავშვმაც კი იცის, რომ ჩარტყმა არ შეიძლება. მეორეს მხრივ, რეალურად ძალადობა არის მხოლოდ ფიზიკური და ტყუილია, როცა ამბობენ: ძალადობა მრავალგვარია და ძალადობა სიტყვით და საუბრითაც შეიძლებაო. არაა ასე, რადგან არასასურველ საუბარს და სიტყვას შეგიძლია გაერიდო, არ მოუსმინო, ყურადღება არ მიაქციო, აბსოლუტური იგნორირება გაუკეთო, დაივიწყო და ა.შ.. ვერცერთი სიტყვა სასიკვდილო ზიანს ვერ მოგაყენებს, ფიზიკური ძალადობა კი სხეულზე გეხება და იგივეა, რაც მკვლელობა. თუ ჩემთვის მიუღებელ აზრს და თუნდაც ჩემს ლანძღვას ჩემზე ძალადობად ჩავთვლი, სად დამთავრდებს ეს მიდგომა? შემდეგ ვიღაცის გამომეტყველებაც არასასიამოვნოდ შეიძლება მომეჩვენოს და გამაღიზიანოს, ჩაცმულობაც, მისი სიარულის მანერა და ვარცხნილობაც შეიძლება “შეურაცხმყოფელი” გახდეს ჩემთვის და ამას დასასრული სად ექნება? ბოლოს მივალ იქამდე, რომ ვინმეს შეიძლება ვუთხრა: “შენი არსებობა ჩემზე ძალადობააო”. ხომ გესმით რა საშინელი აბსურდისკენ მივყავართ ამ მიდგომას?! ძალადობა არის მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. აზრს აზრით და სიტყვას მხოლოდ სიტყვით უნდა დავუპირისპირდეთ.
და კიდევ ერთი: ეს კითხვა მინდა დავუსვა ხოლმე მოძალადეებს. დავუშვათ ერთხელ სცემეთ ვინმეს, ორჯერ, სამჯერ და მაინც ვერ გააჩუმეთ. შემდეგ მეოთხედ უფრო სასტიკად სცემეთ და მაინც ვერ დაადუმეთ. დასასრული რა იქნება ამისი? საბოლოოდ უნდა მოკლათ? მზადა ხართ, რომ აზრის გამოთქმისა და თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადამიანი მოკლათ? გინდათ მკვლელებად წახვიდეთ ამქვეყნიდან და უმძიმესი ციდვით დაიმძიმოთ სული? იცოდეთ, რომ ქრისტეს რჯულით ადამიანის ცემა და ადამიანზე ფიზიკური ძალადობა იგივეა, რაც მისი მკვლელობა. ადამიანს როცა ურტყამ, შენ ხარ ჩვეულებრივი მკვლელი.”
კომენტარები