გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთში მომხდარ სამხედრო არეულობასთან დაკავშირებით თქვა, რომ აჯანყებამ დაასუსტა პრეზიდენტი პუტინი. მისივე აზრით, რუსეთისთვის, მომხდარის შედეგებს გრძელვადიანი ხასიათი ექნება.
“ეს გვიჩვენებს, რომ არის ბზარები ავტოკრატიულ სტრუქტურებში, ძალაუფლების სტრუქტურებში და ის სულაც არ არ ზის ისე მყარად უნაგირზე, როგორც ყოველთვის ამტკიცებს”, – თქვა შოლცმა
შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბერლინი მხარს უჭერს უკრაინას. მისივე განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები შეუძლებელია, მანამ, სანამ მოსკოვი არ გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.
კომენტარები