“თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორი, სალომე ხვადაგიანი:
“ესპანეთში მოგზაურობისას ბარსელონასთან ახლოს, პატარა ქალაქ სითჩესში გავიარეთ.
ამდენი ბედნიერი და ლაღი ადამიანი არსად მინახავს. მოხუცი და ახალგაზრდა წყვილები, ბავშვები, მეგობრები, ცხოველები… ყველა იყო ნეტარი.
ცისარტყელას დროშებიც ბევრგან იყო. არც ჩაცმულობას მიაქცევდა ვინმე ყურადღებას, არც ზედმეტ კილოგრამს.
არავის აინტერესებდა სხვისთვის კბილის ჩაჭერა, საკუთარი ბედნიერებით იყვნენ უსაშველოდ დასაქმებულნი.
ვიღაც ქალის სტატუსი შემომეფეთა, ლიბერალიზმა ყველა მახინჯს უთხრა საკუთარი თავი გიყვარდესო. განიცდიდა.
ლიბერალიზმა კი არა ქრისტემ უთხრა, ჯერესერთი, მაგრამ პაოლო კოელიოს ფრაზებს აზიარებს ფეისბუქზე და არ მგონია უფრო გრძელი რამ წაეკითხა, ახალი აღთქმა, მაგალითად.
კომენტარებს ჩავყევი და აღმოჩნდა, რომ
მარტო სხვას კი არ მისდევს ზედმეტ კილოგრამებზე ცეცხლითა და მახვილით, არამედ საკუთარ თავსაც. ვცდილობ გამოვსწორდეო, დასძინა ერთგან.
არადა, სრულებით ნორმალური შესახედია. სითჩესში რომ ეცხოვრა, ლამაზადაც აღიქვამდა თავს და ბედნიერადაც და, ალბათ, ასეთი უსიამოვნო საურთიერთოც არ იქნებოდა.
ჰოდა, რისი თქმა მინდა, ბედნიერებისკენ სწრაფვა უნდა იყოს მთავარი ღირებულება.
რაც უფრო კარგად დაიტანჯები, უფრო ცხონდებიო – ამ მიდგომას ვხედავ ყველგან და ბედნიერებას მალავენ, თუ ვინმეს აქვს. სხვისი ჭირის გაზიარება უმარტივდებათ, პანაშვიდი გამოგვდის კარგად, სხვის სიხარულზე კი გული ეპობათ.
ბედნიერებისკენ სწრაფვა ლეგიტიმურია. ბედნიერ ადამიანებს უკეთესი ქვეყნის აშენებაც გამოგვივა.
ამიტომ ყველაფერი ადამიანის ბედნიერებისთვის ხელშემწყობად უნდა მოვაწყოთ.”
კომენტარები