ფინეთის პრემიერმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დასუსტდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” აჯანყების შემდეგ. ამ თემაზე მან ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მისვლისას ისაუბრა:
“გასაკვირი იყო ის, რაც მოხდა ერთი კვირის წინ. ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა დავაკვირდეთ რა ხდება, რა ხდება რუსეთში, მოსკოვში, რა ხდება ბელარუსში ვაგნერთან ერთად”, – თქვა მან.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის მზაობა და მოუწოდა ქვეყნებს, დააწესონ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციები.
“ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბატონი პუტინისთვისაც, რომ ის არ მოიგებს ამ ომს”, განაცხადა ორპომ.
კომენტარები