ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ოჯახს თბილისში ბინა აჩუქეს.
გარდაცვლილის მეუღლეს, მამუკა ნაჭყებიას ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, თავად გადაცემის წამყვანმა შეატყობინა.
ნაჭყებიების ოჯახს საჩუქარი ერთ-ერთმა ქალბატონმა გაუკეთა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
თავად მამუკა ნაჭყებიამ, საჩუქრის გადაცემის დროს ემოციები ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა.
ნაჭყებიების ოჯახი სამტრედიაში სიღატაკეში ცხოვრობდნენ.
ამას წინათ მეზობელმა მითხრა სულ რომ გშია ჭიები ხომ არ გყავს მუცელშიო და მე ვუთხარი ჭიები არა, დღეში ორჯერ მშივდება, ბევრია ახლა ეს ? ოღონდ დედა არ მომიკვდეს და რა უჭირს, ვისწავლი მშიერი დაძინებას. შიმშილსაც მოვითმენ, ოღონდ დედა კარგად ჩამომიყვანონ“ – ჰყვებოდა გიორგი ნაჭყებია “სიკეთის ქალაქთან”
კომენტარები