ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, დეპუტატი, დიტო სამხარაძე:
“უსამშობლოებს სრულმასშტაბიანი გლოვა და ისტერიკა აქვთ დღეს ატეხილი, იცით რატომ? მშვილდაძე ჯაფარაზე კიდიათ, დაინახეს, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება\არ მონიჭება აზრს კარგავს! მიხვდნენ, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და გლობალური ომის პარტიამ ისევ შეძლო საქართველოს ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, რევოლუციის მცდელობის შემთხვევაში, ქართველი ხალხი არ გავუტარებთ და არაფერს დავუთმობთ! ესაა მათი დღევანდელი ტრაგედიის მიზეზი და დიახ, სწორად მოთქვამენ, ნამდვილად ასეა, არავითარ შემთხვევაში არ დავუთმობთ! შიდა საუბრებში ამბობენ, რომ ჩვენ ყველაფერზე წავალთ ქვეყნის სუვერენიტეტის და კანონის დასაცავად, ისინი საერთოდ ჩამოიშლებიან 2024წლის არჩევნებამდე და მეორე ფრონტის გახსნაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
პირველად ვეთანხმები”
კომენტარები