უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს (FSB) „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ეფესბეს“ მისი მკვლელობის დავალება მისცეს. წარმატებით განახორციელებენ ამას? ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობას გარკვეული დრო დასჭირდებათ. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს დიდი ღია კითხვაა. იქნებიან თუ არა ისინი წარმატებულები ამ საქმეში. შეასრულებენ ამას? გაბედავენ ამ ბრძანების შესრულებას?”- აღნიშნა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ამბოხება სცადა, ამჟამად ბელარუსში იმყოფება.
კომენტარები