საფრანგეთში, პოლიციელის მიერ მოკლული 17-წლის ახალგაზრდის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად წუხელ 249 სამართალდამცავი დაშავდა, – ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.
ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, 3-დღიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში სულ მცირე 667 ადამიანი დააკავეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მთავრობის მორიგი საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს.
კომენტარები