თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წევრებზე კასპში – ოპოზიციური პარტიის დეპუტატები ენმ-დან კასპში მიდიან.
ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ მისი თანაგუნდელები პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენას აღარ აპირებენ და კასპში მიდიან.
“რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შს მინისტრის მხრიდან, ჩვენც სწორედ მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში”, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ვიდეო – ოცნების აქტივისტები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ
კომენტარები