“პირველების” ინფორმაციით, 42 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს, წარსულში ნასამართლევია და მან ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.
ირკვევა, ისიც, რომ 13 წლის მოზარდი და სავარაუდო მოძალადე ზუგდიდში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ.
დაზარალებულის დედა ამტკიცებს, რომ კაცმა დაკავებისას ჩადენილი დანასაული აღიარა:
მუცლის ტკივილები მაქვსო მითხრა, ვიფიქრე, ჭია ჰყავსთქო და შესაბამის წამლებს ვასმევდი. ექიმთან რომ მივიყვანე, ექიმმა მითხრა, ორსულად არისო. ემოციური ბავშვია და მე არაფერს მეუბნება. რა აქვს გაკეთებული (სტილი დაცულია) მაგის აზრზეც არ არის. ამოცნობაზე რომ მიიყვანეს, ერთი და იგივე კაცი დაასახელა. ამ კაცს დღეს დილით უღიარებია (დანაშაული). ამ პიროვნებას არ ვიცნობდი, სულ ორჯერ ვუთხარი გამარჯობა. ალბათ, შეშინებული ჰყავს ბავშვი”- აცხადებს მოზარდის დედა მედიასთან.
16 წელს მიუღწეველ გოგონასთან სექსუალური ხასიათის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, 42 წლის კაცი ბრალდებას კატეგორიულად გამორიცხავს.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
კომენტარები