მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 2,6 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, COVID 19-მა 183 424 ადამიანი იმსხვერპლა, ვირუსის დაძლევა კი 850 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.
ინფიცირების შემთხვევების და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაცკორონავირუსის 842 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
კომენტარები