ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია:
“მთავრობა, მისი პოლიტიკა და კურსი რომ რუსულია, ეს ნათელია. დღეს პარლამენტში რაც ხდება არის უნიჭო სპექტაკლი.
ფსევდო პრემიერის „ანგარიში“ – სიყალბე და ტყუილი რომ არის, აშკარაა თითოეული ოჯახისათვის:
საუბრობს ეკონომიკურ ზრდაზე, მაშინ როდესაც საკვების ყიდვაც პრობლემაა;
საუბრობს უსაფრთხოებაზე და ქუჩაში გასვლაა საფრთხის შემცველი;
საუბრობს მშვიდობაზე და ქვეყანაში კადიროველები და ლავროვები დასეირნობენ უკონტროლოდ.
როგორია მთავრობა ეს ხალხმა იცის, ჩვენი, ოპოზიციის ამოცანა კი სიცხადის შეტანა, ალტერნატივის შეთავაზებაა, უნდა ვაჩვენოთ კონტრასტული სხვაობა.
თუ არის ოპოზიცია პარლამენტში, უნდა ასახავდეს იმ ცვლილების საჭიროებას რომელიც აქვს ხალხს და ასხივებდეს ცვლილების შესაძლებლობას – დარბაზში კი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ოპოზიციონერი დეპუტატია.
თუ ოპოზიცია არის პარლამენტში, უნდა იყოს კონკრეტული მიზნით და ასახოს ხალხის ინტერესი, ამისთვის კი პირველ რიგში ფიზიკურად უნდა იყოს და აჩვენოს სიმართლისათვის ბრძოლის მაგალითი.
თუ პარლამენტის ტრიბუნას იყენებ – უნდა გამოიყენო, თუ მანდატი გიდევს ჯიბეში და პარლამენტში არც კი დადიხარ – პარლამენტი უნდა დატოვო. სხვა შემთხვევაში სამართლიანად რჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციური მანდატი ბიზნესის ლობირებისთვის, ან სხვა მდგომარეობის მოსაპოვებლად გჭირდება.
შემდეგ პარლამენტში შესვლაზე პრეტენზია ალბათ აქვს დღევანდელი დეპუტატების უმეტესობას, ამისთვის კი, სათქმელი მაინც ხომ უნდა გქონდეს რა გააკეთე წინა პარლამენტში.
პოლიტიკაში ყოფნას, პარლამენტში ყოფნას, უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი, ცვლილების შესაძლებლობის მოპოვება და მისი მიღწევა; პოლიტიკურ პროცესში უნდა ვიყოთ არა პროცესისათვის, არამედ შედეგისათვის.”
კომენტარები