პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, თქვა:
“ამ გამოსვლის შემდეგ, პრემიერს ბატონი როინ მეტრეველი აკადემიკოსად აუცილებლად შერაცხავს. საკუთარ თავს გადააჭარბა პრემიერმა.
ერთი დამაზუსტებელი კითხვა მაქვს – ყველას ესმის რომ ეს რიტორიკულია. როდესაც 7-8 მარტზე საუბრობს პრემიერი და ამბობს, რომ ყველას საკადრის პასუხს გასცემენ. საკადრისი პასუხი გასცა თუ არა და წააღებინა თუ არა უკან საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონი რომლის მიღებასაც ითხოვდნენ. ძალიან დიდი უტიფრობაა რასაც საუბრობთ.”
კომენტარები