“გირჩი” საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით დღეს აპრილს აქციას გამართავს. აქცია იპოდრომზე, 2 საათზეა დაგეგმილი.
გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე, როგორც შეკრება-მანიფესტაცია, პროტესტს იპოდრომზე გამოხატავს, რაც “სამკურნალო პროტესტი” იქნება.
“მე არ მჯერა, რომ უბრალოდ სახლში ჯდომით და სოციალურ ქსელში წუხილით ხელისუფლება რამეს შეისმენს. ერთადერთი რის წინაშეც უკან იხევენ ხალხის რაოდენობაა, ოღონდ ხალხის რაოდენობა გარეთ და არა ნეტში. რადგან პროტესტი ზოგადად აკრძალულია, ისევე როგორც შეკრება-მანიფესტაცია, პროტესტს გამოვხატავ იპოდრომზე. ერთგვარი სამკურნალო-პროტესტი იქნება – სუფთა ჰაერი და მზის სხივები კლავს ვირუსს და აძლიერებს იმუნურ სისტემას”, – აცხადებს ჯაფარიძე.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ერთადერთი ვინც შეიძლება დააჯარიმონ, თავად იქნება, რადგან აქციის ორგანიზატორია.
კომენტარები