კორონავირუსის დასადგენ ტესტირებას დღეიდან, ლუგარის ლაბორატორიის პარალელურად, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოც დაიწყებს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ორივე ლაბორატორია დღეში პისიარ ტექნოლოგიით სამასი ანალიზის გამოკვლევას შეძლებს.
მისივე თქმით, გამოკვლევებისთვის გათვალისწინებულია როგორც აჭარა, ასევე გურიის რეგიონი.
აჭარაში 2100 პირი პისიარ ტექნოლოგიით, 500-ზე მეტი კი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს.
კომენტარები