ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი მწერლები “სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში“ შეიკრიბებიან და “ვეფხისტყაოსნის” ავტორის ვინაობის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო “რეს“-ი წერს.
როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, ადგილობრივი მწერლები პოემის ავტორის ვინაობას ეჭვქვეშ აყენებენ.
“მე-12 საუკუნის პოემა “ვეფხისტყაოსანი“ ბევრ საიდუმლოებას ინახავს, დაწყებული ავტორებით, დამთავრებული გმირებით. პოემაში მოქმედება ვითარდება როგორც რეალურ, ასევე გამოგონილ ქვეყნებში.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, პოემის ავტორი ქართველი მწერალი შოთა რუსთაველია, ზოგიერთი მოსაზრებით კი ოსი პრინცი, დავით სოსლანი”, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კომენტარები