სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილზე თავდასხმის ამსახველი კადრები ვრცელდება.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვაკეში ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიორგი (გიგიშა) შარაშიძე გაუსწორდა. შემთხვევა ა.წ. ორ იანვარს, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში მოხდა.
“დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას,” – აცხადებდა იმჟამად გიგიშა შარაშიძე.
გიგიშა შარაშიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2017 წელსაც მოექცა, როდესაც გია გაჩეჩილაძე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი, კი სწორედ მისი სიძე გახლდათ.
გიგიშა შარაშიძე, “სიტროენ ჯორჯიას” დირექტორი იყო. სიძე-სიმამრი აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო შესყიდვები არასწორად ტარდებოდა და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ჰქონდათ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ კადრების გავრცელებით ხელისუფლება ოპოზნენტების დაშინებას ცდილობს.
ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ ვიდეოს გავრცელება მათ ინტერესში არ შედიოდა.
კომენტარები