ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა – საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. სურსათის ფასების სამომხმარებლო ჯგუფში ცვლილება წლიურ ჭრილში 0%-ს შეადგენს, ხოლო ტრანსპორტსა და ჯანდაცვაში ფასების კლება ფიქსირდება. – ინფორმაციას „ბიემჯი“ ავრცელებს.
საქსტატი ქვეყანაში ფასების წლიური დონის ცვლილებას 305 დასახელების პროდუქტისა და სერვისის ფასების გამოკვლევით ადგენს. ამ ჩამონათვალში წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად სანოტარო მომსახურების გადასახდელი გაძვირდა, რაც 96%-ით არის მომატებული. მეორე ადგილზეა კიტრი 50%-იანი მატებით, მესამეზე კი საპონი 43%-ით.
საქსტატის თანახმად, გაიაფდა ტელევიზორების ღირებულება, რომლის ფასიც წლიურად დაახლოებით 29%-ით არის შემცირებული. ბენზინი და დიზელი, რომლის ფასიც 30%-ით არის შემცირებული, ასევე მზესუმზირის ზეთი, კარტოფილი და სხვა დასახელების პროდუქცია.
ყველაზე მეტად გაძვირებული საქონელი და მომსახურება:
სანოტარო გადასახდელი – 96% ფასების მატება;
კიტრი – 50% ფასების მატება;
საპონი – 43% ფასების მატება;
მეტროპოლიტენით მგზავრობა – 31% ფასების მატება;
დასწრება სპექტაკლზე – 31% ფასების მატება;
საბანკო მომსახურების ღირებულება – 28% ფასების მატება;
ტომატ-პასტა – 28% ფასების მატება;
ხახვი – 28% ფასების მატება;
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება – 26% ფასების მატება;
სიმინდის ფქვილი – 26% ფასების მატება;
ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება:
ტელევიზორი – -29% ფასების კლება;
თვითმფრინავით მგზავრობა – -30% ფასების კლება;
ბენზინი – -30% ფასების კლება;
დიზელის საწვავი – -32% ფასების კლება;
ჭარხალი – -33% ფასების კლება;
კარტოფილი – -35% ფასების კლება;
წიწიბურა – -38% ფასების კლება;
მზესუმზირის ზეთი – -40% ფასების კლება;
ქლიავი – -40% ფასების კლება;
ანტიბიოტიკები – -42% ფასების კლება;
კომენტარები