სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ყუფარაძე:
“სუსში დარჩათ რომელიმე თანამშრომელი, რომ არ გაშიფრულიყოს…
ამხელა სტრუქტურაში რით არან დაკავებულები და რეებს აკეთებენ…
თან ქალაქის “სუდის” (სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის) გამომძიებელი, ამავე დროულად ახობაძის ნათლული…
მაგ ლევან ახობაძეს ეს ამხელა სტრუქტურა, ვანის “რაი ატდელი” გონია თქო, რომ ვამბობდი, ცნობა დაწერილა მაგაზე და შევარდნილა მერე ლილუაშვილთან და შენზე ამბობსო, არადა სულ არ ვიცოდი ლილუაშვილიც თუ ვანელი იყო… ეხლა რას მოუგონებს ნეტავ, მთელი საკურატორო დეპარტამენტი თავზე, რომ ენგრევა?!
პ.ს. ეხლა ოცნებისტები არ ამოხტენენ ნასკებიდან, ეგ ახობაძე 2012 ში კუდში იყო, სამმართველოს უფროსად და მაშინაც ამას აკეთებდა, ოღონდ მაშინ, თქვენს საცემად და დასაჭერად აგზავნიდა ხალხს”
კომენტარები