ოთხშაბათს Meta-მ ოფიციალურად გაუშვა “ტვიტერის” კონკურენტი აპლიკაცია – Instagram Threads. პირველივე რამდენიმე საათში ის უკვე მილიონობით მომხმარებელმა (5 მილიონზე მეტი) ჩამოწერა. Facebook წლების განმავლობაში ცდილობდა Twitter-ისთვის კონკურენციის გაწევას მრავალი გზით, თუმცა Facebook-ის მშობელი კომპანია Meta-ს მხრიდან ეს ალბათ ყველაზე დიდი დარტყმაა.
Threads გამიზნულია შესთავაზოს მომხმარებლებს სივრცე რეალურ დროში ონლაინ საუბრებისთვის, ფუნქცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო Twitter-ის გაყიდვის მთავარი წერტილი. ამის გარდა აპლიკაციას “ტვიტერთან” სხვა ბევრი საერთოც აქვს.
Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თქვა:
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ იმას, რასაც Instagram აკეთებს საუკეთესოდ და შევქმნით ახალ გამოცდილებას ტექსტის, იდეებისა და იმის გარშემო, რაც თქვენს გონებაშია. Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია ჩვენ გავაკეთებთ”
“მეტამ” თქვა, რომ Threads-ში შესაძლებელი იქნება პოსტის გამოქვეყნება 500 სიმბოლოს ლიმიტით. აპლიკაცია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის 100 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.
აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მომხმარებლებს სთხოვენ დააკავშირონ თავიანთი “ინსტაგრამის” გვერდი, მიჰყვნენ იმავე ანგარიშებს, რომლებსაც უკვე “აფოლოვებენ” Instagram-ზე. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ როგორც საჯარო, ისე დახურული პროფილი. აპლიკაცია გთავაზობთ Threads-დან პოსტების პირდაპირ Instagram Stories-ში გაზიარების შესაძლებლობას. დადასტურებული Instagram ანგარიშები ასევე ავტომატურად მოწმდება Threads-ზე.
კომენტარები