მოწამლეს თუ არა მეუფე შიო – მამა ანდრია ჯაღამაიძე პირველ განცხადებას აკეთებს. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არსებობს ვარაუდი, მეუფის მოწავლასთან დაკავშირებით, თუმცა, ზუსტი პასუხი ანალიზებზეა დამოკიდებული.
ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალოება, ამის გარეშე ამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა, ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება, მე არ შემიძლია დავადასტურო ეს, – ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
მას შემდეგ, რაც მეუფე შიომ სისუსტე იგრძნო, ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეამოწმეს საკვები და წყალი, რასაც მეუფე იღებდა, თუმცა, იქ არ აღმოჩნდა არაფერი.
მეუფემ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით სწორედ ეს ანალიზები ჩაიტარა და ამის მერე დაახლოებით, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ. ჩვენ სხვადასხვა ანალიზი გავაკეთეთ – სასმელი წყალი, რომელსაც მეუფე იღებდა, საკვები, ძირითადად, რომელსაც იღებდა და მანდ არაფერი არ აღმოჩნდა, ამიტომ საჭიროებს დამატებით კვლევას და ძიებას, რა უნდა გამხდარიყო ამის მიზეზი,“ – ამბობს ჯაღმაიძე.
კომენტარები