განათლების ყოფილი მინისტრი, კახა ლომაია:
“როგორ იხეირებდა საქართველო არა-რუსული მთავრობა რომ ყოლოდა?
სტატია დღევანდელ “ნიუ-იორკ ტაიმსში” რუმინეთში ახალი, სუპერთანამედროვე ქარხნის მშენებლობის შესახებ. შურით გავსკდი.
უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ, ასობით დასავლურმა ფირმამ რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა. აღმოსავლეთი ევროპის მთავრობებმა შეჯიბრება გააჩაღეს, რუსეთიდან გასული საწარმოების “დასათრევად”, რასაც მოყვება ინვესტიციები, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი და პრესტიჟი.
საბურავების ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა, ფინურმა “ნოკიანმა” შეწვიტა საქმიანობა რუსეთში, სადაც ის პროდუქციის 80%-ს აწარმოებდა, და თავისი ქარხნისთვის ახალი ქვეყნის ძიება დაიწყო. “ნოკიანის” მოხიბლვა ესპანეთმა, პორტუგალიამ, სლოვაკეთმა, პოლონეთმა და რუმინეთმა სცადეს.
გაიმარჯვა რუმინეთის მთავრობამ, რომელმაც მათ ქალაქ ორადეაში 20 ჰექტარი მიწა, გამართული ინფრასტრუქტურა, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და გადამზადებული მუშა-ხელი შესთავაზა. რუმინული ქალაქი ორადეა $700 მილიონიან ინვესტიციას და ათასობით ღირსეულ სამუშაო ადგილს მიიღებს.
ასე იქცევიან მცოდნე, პატრიოტი და არა-რუსული მთავრობები.
საქართველოს მსგავსი პრო-რუსული მთავრობები კი თავიანთ მოქალაქეებს უცხოეთში აგზავნიან მარწყვის საკრეფად, და, ამ დროს, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს ეპატიჟებიან.”
კომენტარები